ვარკეთილში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა - Palitra News

ვარკეთილში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

2026-10-08 13:03:49+04:00

ვარკეთილში ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.