მშენებლობა ისევ გაძვირდა - Palitra News

მშენებლობა ისევ გაძვირდა

2026-10-08 13:52:50+04:00

მშენებლობა ისევ გაძვირდა. დარგი ამის მიზეზად ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების ზრდას ასახელებს. უფრო დეტალური მონაცემებიდან ჩანს, რომ 2026 წლის აგვისტოში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 3.4 პროცენტით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით შემცირდა. ერთი თვის ჭრილში თუ მშენებლობის ღირებულების შემცირება ძირითადად, დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოვლეთვიური ნომინალური ხელფასის 6.5 პროცენტიანი კლებით აიხსნება, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 19.7 პროცენტიანი მატებით და სამშენებლო მასალების 0.8 პროცენტიანი გაძვირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 29.2 პროცენტით გაიზარდა.