რეზოლუციის მიღებას, წინ უძღოდა დებატები. ქმედითი ნაბიჯები, სანქციები და სავიზო შეზღუდვები - საკითხზე გუშინდელ დებატებზეც ისაუბრეს. ტრიბუნიდან არაერთხელ ითქვა, რომ ქართული ოცნების ქმედებები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა ევროპარლამენტარებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმსაც ქართული ოცნების პოლიტიკა დადებითად შეაფასეს.