ბურჭულაძე - "ქართულ ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა - Palitra News

ბურჭულაძე - "ქართულ ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა

2026-10-08 16:10:22+04:00

,ქართულ ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“ - აცხადებს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე. საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია.