მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას და ციხეებში არსებულ ვითარებას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან - Palitra News

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას და ციხეებში არსებულ ვითარებას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

2026-10-08 16:00:10+04:00

რუსთავის მე-6 პენიტეციური დაწესებულების მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას და ციხეებში არსებულ ვითარებას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ნათლად ჩანს, რომ საქმე სისტემურ დანაშაულსა და პრობლემებს ეხება. ხელისუფელებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ბრალდების არ სჯერა და ძალადობას გამორიცხავს. . მმართველი გუნდი ამბობს რომ ოჯახი, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორის შოთა ტრაპაიძის გადადგომას ითხოვენ, წარსულში ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.