განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგზე და კონფერენციის მონაწილეებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და ცენტრის სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.