საერთაშორისო მედიის ცნობით, პენტაგონმა სამხედროებს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოპერაციების განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დარტყმების სამიზნე შესაძლოა, გახდეს ირანის ბირთვული ობიექტები, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სექტორის ობიექტები. თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ აშშ-ს ამჟამად „ძალიან ძლიერი პოზიცია“ აქვს, მათ შორის ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისა და ირანის ეკონომიკური მდგომარეობის გამო.