რიო დე ჟანეიროში ათასობით სტუდენტმა ფლავიო ბოლსონაროს წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა - Palitra News

რიო დე ჟანეიროში ათასობით სტუდენტმა ფლავიო ბოლსონაროს წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა

2026-10-08 16:14:46+04:00

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ათასობით სტუდენტმა ფლავიო ბოლსონაროს წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა. დემონსტრანტებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „მე არ ვაძლევ ხმას ადამიანს, რომელიც ბრაზილიას ყიდის“ და „აღარასოდეს, ბოლსონარო“. დემონსტრაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ფლავიო ბოლსონარომ გაიმარჯვა. ფლავიო ბოლსონარომ, რომელიც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს შვილია, მოქმედ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას დაახლოებით ორი მილიონი ხმით აჯობა. თუმცა, ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო, რის გამოც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.