წარმოუდგენელი უპატივცემულობა, ფეხებზე დაკიდება და არაადამიანური მოქცევაა საკუთარი მოქალაქეებისა და პენსიონერების მიმართ. ხელფასები გაიზარდეს სამჯერ და 70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარი მოუმატეს მაშინაც პენსია, მაგრამ ახლა იმდენად გათავხედდნენ, რომ არ იკმარეს და 13 880 გახდა რიგითი დეპუტატის ხელფასი. მინისტრებმა და სხვა თანამდებობის პირებმა 17 0000 გაიხადეს ხელფასები, თანაც, ყოველი მეორე მილიონერია , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და საჯარო სექტორში, მათ შორის დეპუტატებისა და მინისტრების გაზრდილ ხელფასებზე საუბრისას განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ხელფასი შრომის ანაზღაურებაა, პარლამენტის დეპუტატები კი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ღილაკზე თითის დასაჭერად დადიან.
ამასთან, გოცირიძემ ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და განცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ამ შემადგენლობამ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ძარცვავდა ქვეყანას 13 წლის განმავლობაში და ახლა, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვებრძვით კორუფციასო. წარმოგიდგენიათ, ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს? ჯერ ხომ ვინც კი თანამდებობაზე იყო, ყველა დაიჭირეს.
გუშინდელი სხდომიდან და დღევანდელი განცხადებებიდან გავიგეთ ის, რომ ყველაფერი ზუსტი ყოფილა, რასაც ამ 14 წლის განმავლობაში ოპოზიცია საუბრობდა, როცა “ქართული ოცნების” კორუმპირებულ რეჟიმს ამხელდა.
ლაშა ფარულავას სასამართლოში უჩივლეს და საქმეც კი აღუძრეს ცილისწამებისთვის. ციხეში სვამდნენ კაცს იმის გამო, რაც დღეს დადასტურდა. ყველაფერი გამართლდა და ჩვენ შეგვიძლია, დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს კორუმპირებული რეჟიმი საკუთარ დანაშაულებს გზადაგზა ავლენს.
წარმოუდგენელი უპატივცემულობა, ფეხებზე დაკიდება და არაადამიანური მოქცევაა საკუთარი მოქალაქეებისა და პენსიონერების მიმართ. 2024 წლის ამ დროს, როდესაც პარლამენტში ვიყავი, ბიუჯეტი შემოვიდა და დავინახე საოცრება, რომ დეპუტატებს, რომლებსაც 4 ათასი ლარი გვქონდა სადეპუტატო ხელფასი და ხელზე კიდევ უფრო ნაკლებს ვიღებდით, 2025 წლიდან ეს ხელფასი ზუსტად სამჯერ უნდა გაზრდილიყო. 11 880 ლარი რიგითი დეპუტატისთვის. მერე თანამდებობების მიხედვით იზრდებოდა. იქ ვისაც მანქანები ჰყავს და მანქანიანი მოადგილეები ჰყავს. მარტო 32 მანქანა ემსახურება კომიტეტებს - 16 თავმჯდომარეებს და 16 მათ მოადგილეებს, რომლებიც უსაქმურები არიან, ოღონდ მანქანები ემსახურებათ ფორმალურად. შემდეგ არის ფრაქციები, ფრაქციის მოადგილეები, ვიცე-სპიკერები, რაღაც კომისიები იქმნება და ა.შ. მათ 48 ავტომობილი ემსახურება, 600 ლიტრი ბენზინი თვეში და ა.შ.
ხელფასები გაიზარდეს სამჯერ და 70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარი მოუმატეს მაშინაც პენსია. ახლა იმდენად გათავხედდნენ, რომ ეს არ იკმარეს და 13 880 გახდა რიგითი დეპუტატის ხელფასი. მინისტრებმა და სხვა თანამდებობის პირებმა 17 ათასები გაიხადეს ხელფასები. რა მოხდებოდა, რომ ეს 11 880-იანი ხელფასები 14 ათასამდე არ აეწიათ? მაგრამ არა. თანაც, ყოველი მეორე მილიონერია. ეს რაღაც გენეტიკური სიხარბე და ამორალურობაა.
ხელფასი არის შრომის ანაზღაურება და ვინ შრომობს პარლამენტში? დეპუტატების 90% არიან სპორტსმენები, მომღერლები, მოცეკვავეები, უქნარები, რომლებიც მოდიან, ღილაკს აჭერენ ხელს და მერე მიდიან. 10% პოლიტიკურად აქტიური ტიპები არიან, რომლებიც კორიდორში დადგებიან და რაღაც კომენტარებს აკეთებენ, თანაც საშინლად ანტი-დასავლურს. შრომისთვის მაინც რომ იღებდნენ ამ ხელფასს, კიდევ ჯანდაბას.
საქართველოში საშუალო პენსიას პარლამენტის წევრის ხელფასი 33-ჯერ აღემატება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.