445 ხმა 37-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებს აკრიტიკებს - Palitra News

445 ხმა 37-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებს აკრიტიკებს

2026-10-08 20:44:43+04:00

445 ხმა 37-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა საქართველოს მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს ეხება. მმართველ გუნდში ამ რეზოლუციას მცდარ შეფასებებსა და არაზუსტ ინფორმაციაზე დაფუძნებულად მიიჩნევენ და ევროპარლამენტს უსამართლო დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები კი აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებულ პოზიციებს იზიარებენ.