სერგი ყანჩელი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს - ხელისუფლება აქტივისტის მონათხრობს არ ენდობა - Palitra News

სერგი ყანჩელი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს - ხელისუფლება აქტივისტის მონათხრობს არ ენდობა

2026-10-08 20:45:58+04:00

სამოქალაქო აქტივისტი სერგი ყანჩელი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს. მისივე განმარებით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ სასაფლაოზე სექსუალური კავშირის დამყარება აიძულეს, იარაღი სახეზე მიადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მომხდარის შემდეგ, ყანჩელმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა. ოპოზიცია ამ საქმეზე გამოძიების სწრაფად დასრულებას და სიმართლის დადგენას ითხოვს. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი აქტივისტის მონათხრობს სანდოდ არ მიიჩნევენ.