გასული წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულთა ნაწილი გათავისუფლებას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სავარაუდოდ, 4 ნოემბერს შეძლებს. შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე გეგმავენ. ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას აპირებს ირაკლი ჩხვირკიაც. პაატა ბურჭულაძე კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება მონანიებას არ ნიშნავს და მისთვის ეს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობაა.