პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავეს - 11 ობიექტი დაილუქა - Palitra News

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავეს - 11 ობიექტი დაილუქა

2026-10-08 20:50:03+04:00

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ამისთვის ფართების გადაცემის ბრალდებით სამართალდამცველებმა 21 ადამიანი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში ჩატარდა. გამოძიების ვერსიით, ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩართულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, სექსუალური მომსახურებიდან მიღებული თანხის დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.