საქართველოში საწვავის ფასები ბოლო დღეებში საშუალოდ 6-დან 10 თეთრამდე გაიზარდა და ერთი ლიტრი ევრორეგულარის ღირებულებამ 4 ლარსა და 8 თეთრს მიაღწია. ფასების მატებას ეკონომისტები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირებენ და შემცირებას ამ ეტაპზე არ ელოდებიან. საკითხს ოპოზიციაც ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვასო ურუშაძის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება საქართველოში ფასების ზრდას სრულად ვერ ხსნის და პროცესში კარტელური გარიგებებისა და კორუფციული შეთანხმებების ნიშნებია. მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაცია აქვს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია.