შავი ჭირის შესაძლო რისკები საქართველოში - სპეციალისტების განსხვავებული შეფასებები - Palitra News

შავი ჭირის შესაძლო რისკები საქართველოში - სპეციალისტების განსხვავებული შეფასებები

2026-10-08 20:52:33+04:00

რუსეთში შავი ჭირით ლაბორანტის გარდაცვალებამ საქართველოში შესაძლო რისკებზე დისკუსია გააჩინა. 2 ოქტომბერს, შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი ე.წ. ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან, განსაკუთრებით კი ირკუტსკიდან, ჩამომსვლელებისთვის შესაბამისი პროტოკოლი უნდა არსებობდეს, თუმცა, სხვა ინფექციონისტები საქართველოში ამ დაავადების გავრცელების საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავენ. საკითხს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. აშშ კი ციმბირიდან მომავალ ავიარეისებზე კონტროლს ამკაცრებს.