დაძაბულობა იემენში - „ჰუსიტებმა“ რიადის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, საუდის არაბეთმა საპასუხო დარტყმები განახორციელა - Palitra News

დაძაბულობა იემენში - „ჰუსიტებმა“ რიადის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, საუდის არაბეთმა საპასუხო დარტყმები განახორციელა

2026-10-08 21:01:31+04:00

„ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის დედაქალაქის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. სამიზნე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტი იყო. ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა, აეროპორტში კი ფრენები შეფერხდა. საუდის არაბეთს თავდასხმა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ბოლო იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. ვითარების გამწვავების ფონზე, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განხორციელდა. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ჰუსიტებმა“ დასავლეთ იემენში ტერიტორიები დაიკავეს.