სამოქალაქო აქტივისტი, სერგი ყანჩელი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს - Palitra News

სამოქალაქო აქტივისტი, სერგი ყანჩელი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს

2026-10-09 09:27:45+04:00

სამოქალაქო აქტივისტი, სერგი ყანჩელი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს. მან საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა - როგორც ის ჰყვება, სამართალდამცველები ერთ-ერთ სასაფლაოზე სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ, იარაღს სახეზე ადებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია პროკურატურისგან ობიექტურ და სწრაფ გამოძიებას მოითხოვს. მმართველ გუნდში კი აქტივისტის მონათხრობის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა 2012 წლის შემდეგ აღარ არსებობს.