პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის პროტესტი გრძელდება - მისი მხარდამჭერები დღეს, 14:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია ხმაურიანი ბრალდებების გახმოვანებიდან ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. ოპოზიციის შეფასებით, ციხეში გადაღებული უხმო ვიდეოკადრები აძლიერებს ეჭვს, რომ პენიტენციური სამსახური სავარაუდო მოძალადე ბადრაგებს მფარველობს. მათივე განმარტებით, პატიმრების განცხადებებიც ციხეებში მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. დავითაძის ბრალდებებს არ იზიარებს მმართველი გუნდი, რომლის განცხადებითაც, მომხდარში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.