საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასებით ზედიზედ მე-11 წელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლეს, პირველ კალათაში რჩება - Palitra News

საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასებით ზედიზედ მე-11 წელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლეს, პირველ კალათაში რჩება

2026-10-09 09:33:50+04:00

საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასებით ზედიზედ მე-11 წელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლეს, პირველ კალათაში რჩება. 2026 წლის 8 ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, ამ კატეგორიაში მსოფლიოს 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 სახელმწიფოა. პროკურატურის ინფორმაციით, დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის საქმეებზე გამოძიება, დამნაშავეთა დასჯა, მსხვერპლთა დაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 2016-2026 წლებში საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა 94 სავარაუდო ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო: 36 შემთხვევაში საქმე სრულწლოვნის, 57-ში არასრულწლოვნის ტრეფიკინგს ეხებოდა, ერთ შემთხვევაში კი ორივე კატეგორიას.