მწერალმა ნათია ჯაგოდნიშვილმა ერთგულ მკითხველს ახალი რომანი “პარალელური წრფეები” წარუდგინა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ასეთია წიგნის ის ძირითადი გაკვეთილი, რომელიც მკითხველმა მთავარი პერსონაჟის, თათას მაგალითზე უნდა ისწავლოს. რომანის მიხედვით, თათა და ნიკო ერთად მუშაობენ საერთო პროექტზე, რომელიც სვანური სოფლის, ხალდეს აღდგენასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოვლენების განვითარების პარალელურად კი სიუჟეტში ტოქსიკური ურთიერთობის გამოწვევები შემოდის. წიგნის პრეზენტაციაზე ავტორმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და მსურველებს წიგნებზე ხელიც მოუწერა.