ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოს ევროპული მომავლის კვლავ სჯერა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისივე შეფასებით, იმედის საფუძველს წარმოადგენს ქართველების ერთგულება თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული გზის მიმართ. მარტა კოსის განმარტებით, სწორედ საქართველოს ხალხის მტკიცე პოზიცია შთააგონებს მას და აძლიერებს რწმენას, რომ ქვეყანას ევროპული მომავალი გააჩნია. როგორ გამოეხმაურნენ ევროკომისრის გზავნილებს საქართველოში.