გიორგი დავითაძის საქმეზე პროტესტი გრძელდება - რას აცხადებენ ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები - Palitra News

გიორგი დავითაძის საქმეზე პროტესტი გრძელდება - რას აცხადებენ ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები

2026-10-09 12:36:16+04:00

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის პროტესტი გრძელდება. მისი მხარდამჭერები დღეს, 14:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავენ. პროტესტი დავითაძის მიერ გავრცელებული მძიმე ბრალდებებიდან ერთი კვირის შემდეგ იმართება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ციხეში გადაღებული უხმო ვიდეოკადრები პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბადრაგების მფარველობასთან დაკავშირებულ ეჭვებს აძლიერებს. მათივე შეფასებით, პატიმრების განცხადებებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. მმართველი გუნდი კი დავითაძის ბრალდებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ არსებული მტკიცებულებებით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.