რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. კრემლის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ დასავლელი აქტორები ე.წ. „რუსოფობიურ ავანტიურებში“ საქართველოს ჩათრევას ცდილობენ, თუმცა, ზახაროვა განმარტავს, რომ ოფიციალური თბილისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს. ამასთანავე, ზახაროვა დადებითად აფასებს საქართველოს მცდელობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთიდან მომდინარე, მისივე შეფასებით, დესტრუქციულ გავლენებს. როგორ ეხმაურებიან ზახაროვას ამ განცხადებას „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები