„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას ატარებს. უწყებაში საქმის დეტალებსა და შესაძლო დანაშაულის მუხლზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, კომპანია წელს პირველად უნდა გავიდეს მოგებაზე. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შტატებისა და წამგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციით 3 მილიონი 600 ათასი ლარი დაიზოგა. პრემიერის განცხადებით, შუამავალი კომპანიებიდან მომსახურების დაბრუნება ფოსტას ყოველწლიურად დამატებით 14 მილიონი 200 ათასი ლარის შემოსავალს მოუტანს.