აშშ-ში ყოფილი სამხედრო ფსიქიატრის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯა 3 დეკემბერს იგეგმება. თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, განაჩენს ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე აღასრულებენ, პროცესი კი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჰასანმა 2009 წელს ტეხასის სამხედრო ბაზაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებისას დაიჭრა და წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი სიკვდილით დასჯა ოფიციალურად დაამტკიცა. დაგეგმილი აღსრულება 1945 წლის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იქნება.