საფრანგეთში განათლების სისტემის პრობლემების გამო საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ხუთშაბათის დემონსტრაციებში 71 500 ადამიანი მონაწილეობდა. დაკავებულია 504 პირი, დაპირისპირებისას კი 48 სამართალდამცავი დაშავდა. პროტესტი სექტემბერში დაიწყო. მოსწავლეები სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, მასწავლებელთა დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. პრობლემის შესამცირებლად პრემიერ-მინისტრმა სკოლებში 3 024 შემცვლელი პედაგოგის მობილიზება დააანონსა.