ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს - პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ, იყავი ხელისუფლებაში და დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს - პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ, იყავი ხელისუფლებაში და დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი!

2026-10-09 16:08:41+04:00

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ - იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! - ეს არის განცხადება, რომლითაც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას შალვა კერესელიძეს მიმართა.

მათ შორის კამათი 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მოხდა. კერესელიძემ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და უკმაყოფილება იმის გამო გამოთქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით მთის ფონდის დაფინანსება არ იზრდება. კერესელიძემ თქვა ისიც, რომ არსებული პოლიტიკის შედეგად მთა და სოფელი მოსახლეობისაგან იცლება, ხოლო სკოლები იმის გამო იხურება, რომ ბავშვები აღარ არიან.

“იქნებ მითხრათ, რატომ არ ზრდით მთის ფონდს და რატომ არის ასეთი დამოკიდებულება?! თუ არც ჩემი არგუმენტების გჯერათ, არც ლოგიკაში და არც მიდგომაში მეთანხმებით, მაშინ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას მაინც გაეცანით - იქნებ გაგილღვეთ და გაგითბეთ ეს გაყინული გული მთისა და სოფლის მოსახლეობის მიმართ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კერესელიძის ამ განცხადებამ ირაკლი ქადაგიშვილი გააღიზიანა და მის საუბარს პოპულისტური უწოდა.

“ილაპარაკე ბიუჯეტზე და კონკრეტულ ციფრებზე და პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! წაიკითხე მიზნობრივი პროგრამები - რეებს ლაპარაკობ ამხელა კაცი! თუ თქვენ წაიკითხავთ ბიუჯეტს, 200 ლარია გამოყოფილი მხოლოდ ბავშვებზე - არ წაგიკითხავთ და ბევრს ლაპარაკობთ! რასაც თქვენ აკეთებს, ეს არის შიშველი პოპულიზმი და მეტი არაფერი. ეს არის შიშველი პოპულიზმი, რომლის უკან არის არა კონკრეტული საქმე, არამედ ის, რომ გამაღიზიანებელი სიტყვებით გამოხვიდე და ხალხში შიშველი პოპულიზმი დაბადო. კარგად დაფიქრდი რას ხმარდება ეს გაზრდილი ბიუჯეტი. ეს ხმარდება ყველაფერს კომპლექსურად - მათ ხმარდება ხელფასის ზრდას, დეკრეტული შვებულებების ზრდას, გაჭირვებული და სოციალურად მოწყვლადი ოჯახების დახმარების ზრდას, მშობიარობის დაფინანსებას, ხმარდება ბავშვებსა და სკოლებს, ხმარდება საბავშვო ბაღებს, სადაც უმაღლესი ხარისხის უფასო ოთხჯერადი კვებაა, ჯანდაცვას ხმარდება. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენი პოპულისტური გამოსვლით საქართველოში დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდება ან თუნდაც ევროპის იმ ქვეყნებში, რომელიც ყველაზე განვითარებულია და ყველას დემოგრაფიული პრობლემა აქვს - ამ პოპულიზმს მოეშვი!“, - მიმართა ქადაგიშვილმა შალვა კერესელიძეს.