ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ - საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე - Palitra News

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ - საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე

2026-10-09 20:40:07+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. საქართველოს საკითხი, კერძოდ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის თემა მანამდე ევროპარლამენტში განიხილეს. მიიღეს რეზოლუციაც, რომელიც ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს; შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპარლამენტი მათთვი საინტერესო არ არის.