იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მას შემდეგ რაც დავითაძემ ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. დღევანდელ აქციაზე გიორგი დავითაძის დედამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს.