”რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა. ამავდროულად, „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას ატარებს. უწყებაში საქმის დეტალებსა და შესაძლო დანაშაულის მუხლზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. დაიწყო თუ არა, ქართულმა ოცნებამ კორუფციასთან ბრძოლის ახალი ტალღა?! და რა შეფასებები აქვთ ოპოზიციაში?!