ღამით გადაადგილების შეზღუდვა და ჯარიმები - მძღოლები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ - Palitra News

ღამით გადაადგილების შეზღუდვა და ჯარიმები - მძღოლები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ

2026-10-09 20:46:45+04:00

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ე.წ მაყუჩების კანონთან” დაკავშირებით მძღოლებმა და ავტო-მოტო მოყვარულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც საქართველოს ავტო-მოტოპარკის უდიდეს ნაწილს ღამით გადაადგილება აეკრძალება. აქციაზე შეკრებილებს თქმით კოდექსში ცვლილების შედეგადაც უამრავი მძღოლი უსამართლოდ დაჯარიმდა. აქციის მონაწილეები რეგულაციების გადახედვას ითხოვენ. ორგანიზატორებმა ამ მოთხოვნით პეტიცია შექმნეს, ხელმოწერები შეაგროვეს და მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანეს.