თავდაცვის ბიუჯეტი კრიტიკის ფონზე - რატომ მცირდება ინფრასტრუქტურის ხარჯები და რას პასუხობს ხელისუფლება? - Palitra News

თავდაცვის ბიუჯეტი კრიტიკის ფონზე - რატომ მცირდება ინფრასტრუქტურის ხარჯები და რას პასუხობს ხელისუფლება?

2026-10-09 20:48:08+04:00

რატომ მცირდება თავდაცვის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის ხარჯები მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილეს მოუწია. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირება მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ პროექტების ნაწილი სრულდება, ხოლო შეიარაღებაზე 375 მილიონია გათვალისწინებული. მისივე თქმით, მნიშნელოვანი მიმართულებაა ჯარისკაცების ხელფასების ზრდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული არმიის გაძლიერებაზე არ ზრუნავს. „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ 2027 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს 750 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, რაც სასაცილო თანხაა.