პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საწვავის ფასების მატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია, შესაბამისად, პრემიერი იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც საწვავზე ფასებს ბუნებრივად დასწევს. ოპოზიცია შესაძლო კარტელურ გარიგებებსა და კორუფციულ შეთანხმებებზე საუბრობს და კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.