ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი დსთ-ის სამიტზე ორგანიზაციასა და თეირანს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით „დსთ+1“ ფორმატის შექმნის შეთავაზებით გამოვიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ირანი საკუთარ თავს რეგიონის ურთიერთდაკავშირებული გეოგრაფიის ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევს და ეს კავშირი არა მხოლოდ გეოგრაფიულია, არამედ ისტორიაში, კულტურასა და ხალხებს შორის კონტაქტებშიც აისახება.
პეზეშკიანის თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ერთობლივი მუშაობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანზიტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა, სამთო მოპოვება, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, წყლის რესურსები და გარემოს დაცვა.