საქართველოს პროკურატურამ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების განცხადებით, ვიდეოჩანაწერებისა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ძალადობის ნიშნები არ გამოვლენილა. გამოძიების ფარგლებში ათეულობით მოწმე გამოიკითხა და ვიდეომასალა შეისწავლეს. პროკურატურა აცხადებს, რომ დავითაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოპოვებულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.