საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ევროპარლამენტის კრიტიკული შეფასებების ფონზე კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპარლამენტის პოზიციას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მიღებულ დოკუმენტებს პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მათი შეფასებით, საერთაშორისო კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ოპოზიცია კი საერთაშორისო პარტნიორებისგან უფრო მკაცრ შეფასებებსა და შესაძლო ზომებს ელოდება. ამასთან, საქართველოში არსებულ ვითარებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც განიხილავენ.