მესტიაში ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს - Palitra News

მესტიაში ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს

2026-10-10 12:43:35+04:00

მესტიაში ღვაწლმოსილ პედაგოგებს განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. მასწავლებლები განათლების მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა დააჯილდოვა. მან პედაგოგებს მრავალწლიანი საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. აღნიშნული ინიციატივა, მინისტრ გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებშიც ხორციელდება.