ქუთაისის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე, 80 კვადრატული მეტრის ბინა 96 ათას დოლარად მიჰყიდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე მშენებლობა არ მიმდინარეობდა. მოქალაქემ ეტაპობრივად გადარიცხული თანხიდან 13 500 დოლარი დაკარგა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.