სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე გამოძიებები და შესაძლო კორუფციული ფაქტები პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. ყურადღების ცენტრშია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, კრიპტოკომპანიის დაჯარიმება და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა საქართველოს ფოსტაში. სამართალდამცველების მოქმედებებისა და გამოძიებების მასშტაბის შესახებ კითხვები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციას აქვთ.