პაველ ჰერჩინსკი - ანტიევროპული რიტორიკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეგობრობას აზიანებს - Palitra News

პაველ ჰერჩინსკი - ანტიევროპული რიტორიკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეგობრობას აზიანებს

2026-10-10 15:32:30+04:00

თელავში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ევროპის დღის აღსანიშნავია ღონისძიება მიმდინარეობს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირს სურს, ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ჰერჩინსკის შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეგობრობა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან იწყება, თუმცა ბოლო პერიოდში ანტიევროპული რიტორიკა ამ კავშირს აზიანებს. ელჩის თქმით, მარტა კოსის განცხადებაც გულდასაწყვეტია, თუმცა ეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, კანონმდებლობასა და ანტიევროპულ რიტორიკას უკავშირდება.