რუსეთმა ქართული სასმელების ნაწილის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა - შეზღუდვა მინერალურ წყალსაც ეხება - Palitra News

რუსეთმა ქართული სასმელების ნაწილის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა - შეზღუდვა მინერალურ წყალსაც ეხება

2026-10-10 19:58:31+04:00

რუსეთმა ქართული სასმელების ნაწილის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა. რუსეთის სანიტარული სამსახურის განმარტებით, შეზღუდვა პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობას უკავშირდება. აკრძალვა რამდენიმე კატეგორიის ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელს, მათ შორის მინერალურ წყალს, შეეხო. გადაწყვეტილების საფუძვლად ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს მიერ შემოღებული დროებითი სანიტარული ღონისძიება სახელდება.