რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი აკრძალა - Palitra News

რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი აკრძალა

2026-10-12 09:31:17+04:00

რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი აკრძალა. აკრძალულ სასმელებს შორისაა ღვინო, კონიაკი, ლუდი, „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე მიიღეს. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარიული ზომები აამოქმედა და რუსეთში იმ პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა, რომლებიც ქვეყანაში მოქმედ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა.