თურქეთში ავტობუსისა და ბუქსირის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მანისას პროვინციაში, ქალაქ ახისარის მახლობლად, ავტომაგისტრალზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ავტობუსის მძღოლი კი მკურნალობის შემდეგ პოლიციამ დააკავა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.