მიხეილ სააკაშვილი - ამბიციური იმბეცილები ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა „კუტოკებია“ - როგორც ჩანს, მათ სერიოზულად სჯერათ, რომ მე ციხეში დავრჩები ან ქვეყნიდან გამაძევებენ, ხოლო ვიღაც ყიფიანი ან ქიბროწაშვილი, გახდება „ახალი მიშა“ - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - ამბიციური იმბეცილები ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა „კუტოკებია“ - როგორც ჩანს, მათ სერიოზულად სჯერათ, რომ მე ციხეში დავრჩები ან ქვეყნიდან გამაძევებენ, ხოლო ვიღაც ყიფიანი ან ქიბროწაშვილი, გახდება „ახალი მიშა“

2026-10-12 15:43:47+04:00

იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, ჩავიტარე ტესტი და აღმოვჩნდი მთლიანად ქართველი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი არასდროს ყოფილა ჩმორი და მონა, რადგან ჩმორობა და მონობაარ არის აქაური მაცხოვრებლების გენეტიკურ კოდში“.

„რამდენიმე წლის წინ ჩავიტარე გენეტიკური ტექსტი. იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, ჩავიტარე ტესტი და აღმოვჩნდი მთლიანად ქართველი, მაგრამ ეს ეთნიკური საკითხი არ არის. საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი არასდროს ყოფილა ჩმორი და მონა. ჩმორობა და მონობა უბრალოდ არ არის აქაური მაცხოვრებლების გენეტიკურ კოდში. მით უმეტეს, საქართველო არასდროს ყოფილა ერთი ოჯახის საკუთრება. ის, რაც ბაგრატიონებმაც კი ვერ შეძლეს, რანაირად უნდა მოახერხოს ივანიშვილმა. მათაც კი არ ჰქონიათ პრეტენზია, რომ საქართველო მთლიანად მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან ოპოზიციაც გააკრიტიკა.

“სამართლიანი არჩევნების სჯერათ და ვერ გაუგიათ, უსამართლო სისტემა ზუსტად რა პრინციპით მუშაობს. ამასობაში, უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს. პარტიები კი არა, “კუტოკებია”. როგორც ჩანს, ამ იმბეცილებს სერიოზულად სჯერათ, რომ არსებულ პარტიებს გააუქმებენ, ისინი გავლენ ყველგან და იქნებიან წინა პლანზე და ისინი დაიკავებენ მათ ადგილს, რომ მე ციხეში დავრჩები, ან როგორც ბევრი ოცნებობს, ქვეყნიდან გამაძევებენ და ამ დროს ვიღაც ყიფიანი, ან ქიბროწაშვილი და ან ვინმე სხვა იმბეცილი, გახდება “ახალი მიშა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.