"განათლება მდგრადი განვითარებისთვის" - ამ სახელწოდებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორქშოპი მიმდინარეობს - Palitra News

"განათლება მდგრადი განვითარებისთვის" - ამ სახელწოდებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორქშოპი მიმდინარეობს

2026-10-12 15:52:00+04:00

„განათლება მდგრადი განვითარებისათვის: გამოწვევები და შესაძლებლობები“ - ამ სახელწოებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო ვორქშოპი მიმდინარეობს. ვორქშოპს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვიცე-პრეზიდენტი, ბრეშას უნივერსიტეტის პროფესორი მაურიციო ტირა უძღვება. ვორკშოპის მიზანია მდგრადი განვითარების პროცესში უმაღლესი განათლების როლის განხილვა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადობის პრინციპების ინტეგრირებას სწავლებაში, კვლევაში, უნივერსიტეტის მართვასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაუმჯობესებაში. ვორქშოპს ესწრებიან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის უნივერსიტეტები.