ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ქართველ ხალხს სურს იყოს ევროპის ნაწილი, თუმცა მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს. ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალზე ითქვა ისიც, რომ ვიდრე ქართული ოცნების მთავრობა მიღებული კანონების გამო დემოკრატიის უკუსვლას განაგრძობს, მათთან თანამშრომლობა არ განიხილება. კრიტიკას კრიტიკთვე პასუხობენ საქართველოს ხელისუფლებაში. ოპოზიცია კი ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაში სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ უნდა შეცვალოს ანტიდასავლური რიტორიკა.