4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, დღეს გაუფორმდებათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი, პროკურატურა უფორმებს თუ არა აღნიშნულ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას და რა პირობით. თუკი, სახელმწიფო ბრალდებასა და მსჯავრდებულებს შორის შეთანხმება მიიღწევა, მათი საქმე სხვა მსჯავრდებულებისგან ცალკე გამოიყოფა და მიღწეულ შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს. საუბარია მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რეალური სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვის ვადით. თუკი, საბოლოო შეთანხმება ამ პირობით დამტკიცდება, მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.