ხარკოვზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდაპირველად, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალაქის ხოლოდნოჰირსკის რაიონში, სარაკეტო დარტყმამ ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობის შესასვლელი გაანადგურა და შესაძლო იყო, ნანგრევების ქვეშ ადამიანები ყოფილიყვნენ ჩარჩენილი.
მოგვიანებით, ხარკოვის საოლქო- სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ შენობის ნანგრევების ქვეშ სამი ცხედარი იპოვეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.