4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, დღეს გაუფორმდებათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი, პროკურატურა უფორმებს თუ არა აღნიშნულ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას და რა პირობით.