ბრაზილიაში პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას მხარდამჭერები მის ხელახლა არჩევას ითხოვენ - Palitra News

ბრაზილიაში პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას მხარდამჭერები მის ხელახლა არჩევას ითხოვენ

2026-10-13 12:52:27+04:00

ბრაზილიაში პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას მხარდამჭერები მის ხელახლა არჩევას ითხოვენ. რიო-დე-ჟანეიროში, ლაპას უბანში გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ ხელოვანები, სამბას შემსრულებლები და სოციალური მოძრაობების წარმომადგენლები. ლულა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერალური პარტიის კანდიდატს, ფლავიუ ბოლსონარუს დაუპირისპირდება. პირველ ტურში ბოლსონარუმ ხმების 47.03 პროცენტი მიიღო, ლულამ კი 45.16 პროცენტი. კენჭისყრა 25 ოქტომბერს გაიმართება.